26 მაისი - ეს დღე ჩვენია



წელს 26 მაისს აღინიშნა  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ეს დღე მთელი ქვეყნის მაშტაბით აღინიშნა. ჩვენმა სკოლამაც დაგეგმა და განახორციელა ამ დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები. ჩემი კლასი აქტიურად ჩაერთო საარქივო ფოტომასალების კონკურსში.  კონკურსისათვის მოვიძიეთ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტო მასალა, რომელიც 1921-1989 წლების საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებს ასახავდა და განვათავსეთ სურათის ჩარჩოში. ფოტომასალა გამოიფინა სკოლის ფოიეში. ასევე ჩემი კლასის მოსწავლემ მარიამ ბუცხრიკიძემ შეასრულა სიმღერა "საქართველო".

No comments:

Post a Comment